უსტატუსო ადამიანის აზრები

არ ვიცი რატო გამახსენდა ეს დედანაქაჩი ბლოგი, მარა კაია როდესაც რაღაცეებს წერს და იცი რო არსებობს სულ მცირე შანსი რო ვინმე წაიკითხავს. დღიურში წერაც მოსული პონტია, მარა ეს მაინც ინტერნეტსივრცეა და კაცმა არ იცის ვინ როდის წააწყდება ჩემ პოსტებს. ალბათ ბლოგებს აღარავინ კითხულობს, მარა ჯანდაბას, იყოს ეს ინტერნეტ სივრცეში უაზროდ დაკარგული სიტყვები.

მე დავბრუნდი! აღზევება! ნუთუ?! ალბათ ჩემი დაბრუნება უფრო ეფექტური იქნებოდა ვინმე რო კითხულობდეს ჩემ ნაწერებს, მარა ნიჩიო, ესეც მოსულა. ჩემ თავს დაველაპარაკები.

ხოდა რაშია საქმე. აღარ ვარ სტუდენტი, მორჩა! დამთავრდა 4-წლიანი ტანჯვა-წამება და მე ამას უაზროდ არ ვამბობ, მართლაც რომ ტანჯვა იყო. არა, კაი მომენტებიც იყო, მარა უმეტესად ეს 4 წელი უაზრო ლოდინში გავატარე. აი ეხა, აი ეხა, აი ეხა და უცბად აღარ ვარ სტუდენტი! ძალიან უცნაურია. უცნაური ის კი არ არის რომ სტუდენტი აღარ ვარ და ლექციებზე სიარული და ატჩოტების ჩაბარება აღარ მიწევს. უცნაური ის არის, რომ ახლა საზოგადოებაში მე არ გამაჩნია სტატუსი, როგორც ასეთი .აი ჩემმა მეგობრებმაც ხომ დაამთავრეს აკადემია, ზოგი დიზაინერია, ზოგი კერამიკოსი, ზოგი გრაფიკული დიზაინერი, ზოგი ფერმწერი. იმიტო კიარა რო ეს საგნები ისწავლეს, არამედ იმიტომ რომ ამ სფეროში მუშაობენ. მე კიდევ არ ვმუშაობ. არა, ეს კი ვხატავ რაღაცეებს, მარ აუმეტესად ჩემთვის. სწავლითაც არ ვსწავლობ, მუშაობითაც არ ვმუშაობ და ბანკის ანგარიშიც არ მაქ. დაჟე ერთი პერიოდი პირადობაც არ მქონდა. ძალიან საინტერესოა, როდესაც სტატუსი არ გაქ. არც ცოლი ხარ, არც შეყვარებული, არც ბანკირი, არც დიზაინერი, არც სტუდენტი, არც ლექტორი. ხან ვიღაცის შვილი, ნათესავი, და და ასე შემდეგ. ყველაზე მაგრა ვერთობი ვიღაც უცხო ხალხი ან ნაცნობი ან ჟ ნათესავი რო მეკითხება რას ვაკეთებ, სად ვსაწვლობ, რად ვმუშაობ და რას ვაპირებ და რო ვპასუხობ რო არ ვმუშაობ და ჯერჯერობით სწავლის გაგრძელებას არ ვაპირებ, ყურებს აგდებენ ხოლმე. და იწყებენ სხვადასხვა ვარიანტების ჩამოთვლას – ის რო ქნა? აქ რო წახვიდე? ესე რო ისწავლო? იქ რო ჩააბარო? აქ რო იმუშავო? ჩემ ნაცნობს ის აქვს, იმას დავურეკავ მიდი დაგაკვალიანებს და ასე შემდეგ. უცბად ყველას მოსავლელი ვხდები. თან მეცინება და ვამწარებ ხოლმე, ვეუბნები ჯერჯერობით არ ვნერვიულობ მაგ ყველაფერზე და მაგრა მკიდია. ფულს რაღაცნაირად ვჩითავ ხოლმე ჩემით და ვარ ბედნიერად. მარა ააააააარა! მაინც არ კმაყოფილდებიან. მე ხო ეხა ტრაკში უნდა მტყნავდნენ სადღააც სამსახურში და ტრაკში ფეხების რტყმით უნდა დავრბოდე კარგი მომავლის ასაწყობად. არასწორად არ გამიგოთ, ეს მართლა ასე უნდა იყოს, მაგრამ არა იმიტომ რო ეს მოსული პონტია, არამედ იმიტომ, რომ შენ გინდა რაღაც, შენ გაქ იდეა, და შენ ყველაფერს იზამ რო ეს იდეა განახორციელო, მთავარია არ ინერვიულო და ზედმეტი არ იფიქრო. მეც ნელა ნელა მივდივარ იმისკენ, რაც მინდა. თუ დაჩქარება მომინდა, დავაჩქარებ. უბრალოდ არ მინდა უაზროდ ჩალიჩი იმაზე, რაც ისეთ პონტში მინდა და მარტო იმიტო უნდა ვიჩალიჩო, რო აი მე ამის დიპლომი მაქ და ეხა უნდა ავდგე და აი ამად ვიმუშაო. თუ მინდა მხატვარი ვიქნები, თუ მომინდება ავდგები და პროგრამისტი გავხდები. ვისწავლო, სტაჟირებას გავივლი, ტრაკში მმოვიტყნები და გავხდები. მინდა რო ისე “გამოვიდე” ვიღაც, რომ ძალიან მინდოდეს, თორე ეს ნახევრად  გაკეთებული საქმეები არ მევასება.

Advertisements

ქალები ქალებისთვის და სიტყვების ძალა

tumblr_o48rqi0fnX1ttepxuo1_500

თქვენი მორიდებული მსახური დაბრუნდა. და მე, როგორც ყოველთვის, ვაწარმოებ სხვადასხვა სახის დაკვირვებებს სხვადასხვა თემებზე. პირადად რომ მიცნობდეთ, ალბათ გაგიკვირდებათ რომ უმეტესად ვარ ჩუმად, როდესაც მეგობრები საუბრობენ, თან შიგადაშიგ ვსვამ კითხვებს, რომლებიდანაც ვცდილობ გამოვიტანო ზოგადი აზრი. ანუ ბევრი ადამიანის რეაქციას ვაკვირდები ერთ საკითხზე და საბოლოოდ მივდივარ დასკვნამდე.  და ძალიან, ძალიან ხშირად, დასკვნა ბევრად უფრო განსხვავდება გავრცელებული შეხედულებებისგან. დღევანდელი თემა კი ისევ და ისევ ეხება ქალების თემას, და არა მხოლოდ.

ამ ბოლო დროს, არ ვიცი ეს იმიტომ მოხდა რომ გავიზარდე, თუ იმიტომ რომ ხალხი გახდა სხვანაირი, მაგრამ ამ ბოლო დროს შევამჩნიე რამხელა გავლენა აქვს ერთი ადამიანის ერთ სიტყვას. და რამხელა აზრის გექმნება ადამიანზე ამ ერთი სიტყვით.

აი წარმოიდგინეთ სიტუაცია. გოგოები, მეგობრები, მიდიხართ ქუჩაში და გაიარა ვიღაც უცხო გოგომ. აღვწეროთ უცხო გოგო: კაი ტანი აქვს, უბრალოდ გამხდარი არ არის, არამედ ნავარჯიშებიც. ფეხები აქვს ცოტა გაღუნული, და მხრები დიდი. გრძელი თმა აქვს, სახეზე მაკიაჟი უსვია, თვალებზე ლაინერი და ტუჩებზე “პამადა”. აცვია მოკლე შორტი და მოკლე მაიკა. საინტერესო სახე აქვს, ლამაზი არაა, მაგრამ ეშხიანი. ხოდა ჩაიგიარათ ამ გოგომ. არც გამოუხედავს არც არაფერი. და ყველამ შეამჩნიეთ ეს გოგო. და ისმის ორნაირი რექცია. ერთი მეგობარი იტყვის: აუ რა კაი ტანზე იყო მეც მინდა, ან რა კაი ჯინსი ეცვა, ან რა კაი ფერის თმა ქონდა. და ისმის მეორე ტიპის რეაქცია: აუ რა საშინელი ფეხები ქონდა, მე ეგრე შორტებს ვერ ჩავიცვამდი. ან ლაინერი რა საშინლად ესვა. ან რა დაკუნთულია უიმე. დასკვნა თქვენით გამოიტანეთ.

რატომ ხდება, რომ ქალები, რომლებიც ხშირად ვამტკიცებთ, რომ ჩვენ “ფემინისტები” ვართ, ვშფოთდებით ვინმე რომ გვეუბნება “გოგო ხარ და დროა გათხოვდე” ან “გოგო ხარ და სიგარეტი არ გიხდება”, თანასწორობაზე ვლაპარაკობთ დაუმთავრებლად და არ გვიყვარს მხოლოდ სქესის გამო რომ გვამცირებენ, ამავდროულად კი იმის მაგივრად რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, და ერთმანეთში მე მეგობრებზე არ მაქ საუბარი, ჩვენ ერთმანეთს ვამცირებთ, და ერთმანეთზე ვჭორაობთ. ეს იგივეა, აი ზუსტად ამ ტიპის გოგოები, “ფსევდო-ფემინისტები”, ხშირად რომ წუწუნებენ – ღორი ღიპიანი ოღრაშები ცოლებს ნასკებს ახდევინებენ მერე კიდე ქალის სადღეგრძელოს სვამენო. და შენ რითი განსხვავდები? იმას ამბობ, რომ არ გინდა მხოლოდ იმიტომ გიწევდეს რაღაცეების კეთება, რომ ქალი ხარ, და ამ დროს ვიღაც გოგო ჭორავ იმიტომ რომ “გოგოზე ბევრი კუნთი არ არის ლამაზი” და ჩოგბურთიდან გამოდიხარ, იმიტომ რომ არ გინდა კუნთები დაგედოს შენს ლამაზ, გრაციოზულ ქალურ ფორმებზე. შევეცი ეგეთ მხარდაჭერას და სიმართლე გითხარ, შევეცი ეგეთ ქალებსაც

თქვენ არ იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენს სიტყვებს. შევეშვათ იმას, თუ როგორ შეიძლება გული ატიკნოს შენმა სიტყვამ სხვა ადამიანს. საკუთარ თავსაც ვნებ. აი ეგრე ქუჩაში გამვლელ გოგოზე პირველ რიგში იმას რომ ამჩნევ და აღნიშნავ რომ გაღუნული ფეხები აქ, ამის  შედეგად საკაუთარ თავს აკნინებ. საკუთარ თავს ეუბნები, რას გავხარ, მახინჯი ხარ. სქელი ხარ. ვერავინ დამაჯერებს რომ ასეთი რეაქცია არ გამომდინარეობს საშინელი, შავი შურიდან. ასებობს თეთრი შური და არსებობს შავი. თეთრი აი ის არის ზუსტად, ლამაზი გოგო რომ გაგივლის და შენც გინდა ეგეთი ლამაზი იყო და ამბობ, აუ რა კაი თმა ქონდა ან აუ რა ლამაზია სახეზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაგრეხილი ფეხები ქონდეს ან ლაინერი ცუდად ესვას, პირველ რიგში კარგს ამჩნევ. და როდესაც შავი შურით გშურს, ანუ ხარ კომპლექსიანი და შენი კომპლექსების მხოლოდ გარეგანად გაქრობას ცდილობ, პირველ რიგში ცუდს ამჩნევ. იმის მაგივრად რომ დაინახო რა მაგარი პრესი აქ გოგოს, იმას ხედავ როგორი კაცური მხრები აქვს. მერე რა? არც ერთ ადამიანს არ აქვს იდეალური ტანი. მაგრამ ყველას აქვს რაღაც ლამაზი ნაწილი. ზოგს ტრაკი, ზოგს მხრები, ზოგს თმა, ზოგს სახე, ზოგს თვალები, ზოგს ძუძუები, ზოგს თითები. და შენ უნდა ჩაიხედო სარკეში და დააკვირდე შენს თავს, ნახო რა მოგწონს ყველაზე ძალიან და გამოიყენო ეს. მაგალითად, მე მაქვს კარგი ტრაკი, ფორმიანი, მრგვალი, საკმარისად დიდი და საკმარისად პატარა, და მაცვია მოტკეცილი შარვლები, მიუხედავად იმისა რომ დიდი ბაყვებიც მაქ. და მინდა გითხრათ, რომ ხშირად ვიღებ, თუნდაც ტრაკზე, კომპლიმენტებს. ორივე სქესისგან. რა თქმა უნდა, ბიჭებისგან სხვანაირი რეაქციაა, გოგოებისგან სხვანაირი. ჩემს მეგობარს აქვს ულამაზესი თითები, მიუხედავად იმისა რომ პუტკუნაა, და ყოველთვის მოვლილი აქ თითები და ყოველთვის ლამაზი ბეჭდები უკეთია, და ძალიან ხშირად იზიდავს, თუნდაც ხელებით, საპირსპირო სქესს. იმასაც აღვნიშნავ, რომ უზარმაზარი ცხვირი აქვს, თან კეხიანი. მაგრამ არასოდეს გამიგია ვინმეს ეთქვას მისთვის პირში ან ზურგს უკან, ვაიმე, რა საშინელი ცხვირი აქვსო. რატომ იცით? იმიტომ რომ მან გადალახა ეგ მომენტი, როდესაც ფიქრობდა რო სწორი ცხვირით ლამაზი იქნებოდა. არა, შეილება ცხვირი გაიკეთო, და მერე იპოვი რაღაც სხვა ნაწილს რომელიც არ მოგეწონება. მე არ ვამბობ რო არ უნდა გაიკეთო ცხვირი, თუ მართლა გაწუხებს და ძალიან არ მოგწონს ზრდასრულობაშიც კი, ესეიგი გაიკეთე რა. თუ 18 წლის ხარ და მარტო იმიტო არ მოგწონს, რო დიდი ცხვირი გოგოს არ უხდება, “კაცურია”, მაშინ არ უნდა გაიკეთო.

კარგად დაფიქრდით რას ამბობთ, იმიტომ რომ ამას თქვენზეც აქვს გავლენა. და მე ამას ესე უბრალოდ, “პოზიწივის” გამო არ ვიძახი. ამას ვიძახი იმიტომ, რომ ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება მაქ. ამას ვიძახი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები ამ საკითხის მხრივ სსხვადასხვა ადამიანების ცხვორებას, და მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებზეც კარგს ამბობენ, თავის თავზეც კარგად ფიქრობენ და საინტერესო ადამიანები არიან. და ეს არ უნდა მოდიოდეს ყალბად. მე მაგალითად ძალიან მიყვარს კომპლიმენტების თქმა ადამიანებსითვის. იმიტომ რომ ვიცი, ერთმან კომპლიმენტმა შეიძლება გაგიხაროს მთლიანად ჩაჯმული დღე. და ძალიან მიხარია როდესაც ვხვდები, რომ ჩემმა კომპლიმენტმა, თუნდაც აუ რა კაი ფეხსაცმელი გაცვია, ვიღაცას დღე გაუუმჯობესა.

მიკვირს ჩემი თავისგან ამას რომ ვწერ, რადგან მახსოვს კარგად რამდენი რამ გამოვიარე აქამდე და ყოველთვის ძალიან პატარა იმედი მქონდა, რომ აქამდე მართლა მოვიდოდი. მაგრამ მოვედი, და ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი ხანი მქონდა პერიოდი, როდესაც ვერ ვიტანდი ჩემს გარეგნობას. ასე ვუყურებდი ჩემს თავს: დაბალი, მოკლეთმიანი, სქელი, პუტკუნა, ცუდი კანით, დიდცხვირა და საშინელი თმა. რა არის ჩემში კარგი? ახლა კიდე რო ვუყურებ ძველ ფოტოებს, ვხვდები რომ ჩემი ეს კომპლექსები გარედანაც ცუდ გავლენას ახდენდა. თქვენ თუ გგონიათ რომ მაგარ ტანზე დავდექი, ან სიმაღლეში მოვიმატე, ან ცხვირი გავიკეთე ან მაკიაჟის კეთება დავიწყე – ძალიან ცდებით. მაგრამ ვიპოვე ის, რაც მომწონს. ვიპოვე სტილი, რომელშიც ვარ კომფორტულად. ისევ მოკლე თმა მაქვს, ისევ ცოტა პუტკუნა ვარ, ისევ დიდი ცხვირი მაქვს და არც კანი მაქვს იდეალური და არც ფეხები. მაგრამ იცით რა? როდესაც ვუთხარი ჩემს თავს, რომ შიმშილის დიეტებით და პომადებით და გრძელი თმით, რომელიც რეალურად მარტო იმიტომ მქონდა გრძელი, რომ იდეაში გოგო გრძელი თმით უფრო ლამაზია, მეთვითონ თავს კარგად ვერ ვიგრძნობდი, ხოდა ავიკორტნე, დედა მოვუტყანი ღებვით. თავს ვუთხარი, სულ რო გშია და მძღნერ ხასიათზე ხარ წადი მაგას ჯობია ჭამე და კაი ხასიათზე იქნები. და რა მოხდა? გავხდი. საკმაოდ გავხდი. ღიპი ისევ მაქვს და ბაყვებიც მაქვს, მაგრამ უკვე აღარ მაწუხებს. იმიტომ რომ კარგად ვარ. ესეთი ვარ მე, და მეტი უკეთესი თუ მინდა, თავისით მოვა. იმიტომ რომ ვისწავლე როგორი მომწონს ჩემი თავი და როგორი არა. ამიტომ არ გავიზრდი თმას და ამიტომაც აღარ გავსუქდები. და არა იმიტომ, რომ 2 კილო რომ მაქვს მომატებული ვმახინჯდები. და ვინმეს თუ დააინტერესებს, საპირსპირო სქესისგანაც ვიღებ კომპლიმენტებს და მაღაზიის კონსულტანტებისგანაც. ზოგს ჩემი თმა მოწონს, ზოგს ჩემი ტრაკი, ზოგს ჩემი თვალები, და ზოგს ჩემი ღიმილი. და კიდევ ერთი – ღიმილი. მარა ერთი რამ არის რა ხალხნო – კბილები. აი ეგაა რასაც ვერ ვეჩვევი – როდესაც ცუდი კბილები აქვთ. ეგ ისეთიი რამეა, უეჭველი უნდა გაიკეთო რა. შემეცით თუ გინდათ, მარა ეგრეა. არ ვიცი ეს სუბიექტური შეხედულებაა თუ არა, მარა ვფიქრობ რომ მთავარია კაი კბილები გქონდეს რა. იმას კი არ ვგულისხმობ, მაინც და მაინც ჩაწიწიკებული. მარა მოვლილი უნდა იყოს, როგორ ფრჩხილები. ნუ ეხლა თავის მოვლის “ბეისიიიიიიიიიქ” პონტები ისედაც გასაგებია.

მოკლედ, მემგონი ძალიან გავუტიე თან ახლა დავხედე საათს და თურმე ღამის ოთხი საათი ხდება და პატარა გულის შეტევა მივიღე.

და კიდევ ერთი. სქელი ადამიანები. ვერ ვიტან, ვერ ვიტან, როდესაც ადამიანი არის სქელი (საუბარი არ მაქვს 4 ტონიან ადამიანებზე, ეგ ღორობაა, წადი რა გადააგდე მეათე ნაყინი) და აღიარებს, რომ არის სქელი, და ეუბნებიან, არა რა სქელი ღადაოოოოოოოოობ, ფორმიანი ხარ. რა ფორმიანი შიგ ხო არ გაქ? რა იყო, ტეხავს რომ სქელი იყო? გამხდრებიც არ მოწონთ, გამხრდისთვის რატომ არ გვაქვს მოგონილი უფრო კეთილშობილი ეპითეტი? ბევრჯერ მითქვამს, აი ის გოგო მამენტ ჩემსავით სქელია, და სულ მპასუხობენ, აუ არა შენ ფორმიანი ხარ ის კიდე სქელი. არა. ისიც სქელია და მეც. ან ისიც ფორმიანია და მეც ფორმიანი ვარ. გააჯვი. იგივე პონტია ბიჭი რო გეტყვის რო ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვისაც ოდესმე შეხვედრილა. შიგ ხო არ გაქ? მე მაგას არ ვიღებ ხოლმე კომპლიმენტად ან დიდი სიყვარულის აღიარებად, იმიტომ რომ მირჩევნია მითხრა, რომ შარმიანი ვარ, ვიდრე ყველაზე ლამაზი. როგორ შეილება ყველაზე ლამაზი იყო ვიღაც თბილისელი გოგო როდესაც სადღაც შორს დაიარებია ნაომი ქემფბელი? კომპლიმენტი არ უნდა იყოს ტყუილი. ადმაიანს უხარია, როდესაც კომპლიმენტი ისეთი რამ არის, რომელსაც აღნიშნავს, და მერე წავა სახლში და თვითონაც იტყივს, ვახ, თურმე მართლა რა კაი თვალები მქონია. და პირველ რიგში გოგოებო, ეს თქვენ გეხებად. ხშირად უცხო გოგოების სწერვობა უფრო ტკენს გოგოს გულს, ვიდრე ბიჭების. დაუდექით გვერდში ერთმანეთს და ნუ სწერვობთ რა, შემზიზღდა უკვე მართლა გოგოები ამასობაში. არ ვარ ქალთმოძულე, მარა ძალიან, ძალიან ბევრი რაღაც არ მომწონს ქალებში, უფრო მეტი, ვიდრე კაცებში, იიმიტომ რომ მეც ქალი ვარ.

20130507-015650-am

გრაიმზმა თქვა ზუსტად – გოგოები ხშირად მაჯვამენ იმის გამო რომ გუპარსავი ვარო. და ეგ გოგებისგან არ უნდა მოდიოდესო გოგოს მიმართო. ჩემი არჩევანია და როცა მიინდა გავიპარსავ ფეხებს და როცა მინდა არაო, და არა იმიტომ, რო გაპარსული ფეხი ქალური და ლამაზიაო.

ტიპშას ფემინისტებმა დააჯვეს, თვითონაც ფემინისტია, იმაზე, რომ ფეხები გაიპარსა. აი მოუნდა ერთ დღეს გლუვი ფეხები და გაიპარსა. ზატო იღლიები დაიტოვა. და რატომ გაიპარსაო? ხოდა ამანაც დააჯვა, მინდა და გავიპარსეო და ეს ჩემი არჩევანიაო და ფემინიზმი ზუსტად ეგ არისო – ქალს უნდა ქონდეს არჩევანი.

ღორის გრიპი და სიბრძნეები ღალატზე

10 დღიან გრიპს და 39 სიცხეებს რო გაუძლებ, ესე გგონია მოკვდი და თავიდან დაიბადე და ბრძენი ხან და ბუდა ხარ იმიტო რო ის ათი დღე კინოების ყურების, კითხვის და ამ ცხოვრებაზე ფიქრის გარდა არაფერი გიკეთებია. თან აი 39 და 5ს რო ურტყამს უკვე თერმომეტრი ხვდები რო სხვა განზომილებაში გაქ და ღამე ვერ იძინებ იმიტო რო უკვე ჰალუცინაციები გეწყება და რაღაც საოცრებებს ხედავ და საერთოდ სხვანაირად აღიქვამ გარემოს. კაროჩე მაღალი სიცხე კაი ეისიდ თრიფის ექვივალენტია (ნახეთ როგორ სიტყვებს ვხმარობ უკვე).

მერე რაღაც მომენტში მიდიხარ დასკვნამდე, რო არც ისე ცუდია 10 დღე სახლში ყოფნა და არაფერზე ნერვიულობა გარდა იმისა რა ჭამო რო არ არწყიო. და საბოლოოდ კარგად რო გახდები ხვდები რო გარეთ გასვლა გიწევს და ძალიან გინდა გარეთ გასვლა და მეგობრების ნახვა და იმედი გაქ შენც რო როგორც შენ ეს 10 დღე განდეგილივით ცხოვრობდი და რაღაცეებს მიხვდი, ყველა ეგრე იყო, ამასობასი ხვდები რო არაფერიც არ შეცვლილა და ზუსტად იგივე თემებზე ლაპარაკობ მეგობრებთან და ზუსტად იგივე ადგილებში დადიხარ სადაც მანამდე. აქედან კიდე ერთი დასკვნა – ცხოვრებაში ყველაფერის ფილოსოფიურ დონემდე დაყვანა არის შესაძლებელი.

და აქ იწყება ისევ იგივე – ვინ ვისთან დადის, რატო, ვინ ვის გამოართვა ფული, ვინ სად იგულავა, ვის ვისი ვალია აქ, ვინ ვის ტყნავს, ვის ვინ უყვარს და ასე შემდეგ. შენ კიდე ცდილობ რო ამ ყველაფერზე არ ილაპარაკო მარა არ გამოდის და აქვე კვდება შენში ბრძენი. ნუ ცემში ყოველშემთხვევაში. რო ცდილობ ყველაფერს ისევ ისე ფილოსოფიურად მიუდგე როგორც ის 10 დღე მარა არ გამოდის იმიტო რო მაგას რო შვები და ელემენტალურ ურთიერთობის და ბიჭების თემაზე ფილოსოფიურად იწყებ ლაპარაკს მეგობრები გიჟად გრაცხავენ და საერთოდ არ უსმენენ შენს ლაპარაკს.

დღევანდელი თემა კიდევ ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვილი თემაა – ღალატი. ან ღა”ლ”ატი რბილი “ლ”-თი. ადამიანების 90% ამბობს რომ საყვარელ ადამიანს ღალატს ვერ აპატიებს და ტყუილს. ჩემი აზრით ამ ორს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ღალატს აპატიებ ადამიანს, და აი ტყუილს ნაკლებად. თან რაც უფრო ვიზრდებით ვხვდებით რომ ადამიანები ისე მარტივად არ არიან მოწყობილები როგორც გვეგონა და რადგან ვიღაც ვიღაცას ღალატობს, დიდი შანსია რომ ამის მიზეზი მხოლოდ მოღალატე არ არის. ბევრი ფაქტორია ჩართული ამ ყველაფერში –  ყურადღების ნაკლებობა, მეგობრების ნაკლებობა, დეპრესია, ხასიათის სისუსტე. მარა ჩემი აზრი ღალატი ისეთი თემაა რო პატიება შეიძლება. მითუმეტეს თუ ადამიანმა გიღალატა და მალევე გამოტყდა. თუ გიღალატა და არ გიმალავს, ეგ სულ სხვა არის. საბოლოოდ იმაზე ეშლება მეორე მხარეს ნერვები რომ მოატყუეს და ამდენი ხანი ეგონა რომ ბედნიერ ურთიერთობაში იყო, სინამდვილეში კი ასე არ არის. არ ვიცი, ალბათ ეხლა სუბიექტური ვარ, მაგრამ ჩემს გარშემო მოღალატეები უფრო ხშირად ბიჭები არიან  და ამას აგრესიით არ ვამბობ და არც იმიტო რო აი ქალები მაგრები ვართ და კაცები ჩმორები. და ხშირად ამ ბიჭებისგან მიზეზი არის ის რომ ბევრი პრობლემა აქვთ და სხვადასხვა გოგოებთან “გართობით” ცდილობენ ამ პრობლემების მოგვარებას. მაგრამ თავისი შეყვარებული უყვართ, და ამ სიყვარულში არც არავის ეპარება ეჭვი შეყვარებულის ჩათვლით. აბა რაშია საქმე? თუ ადამიანი გიყვარს მაშინ რატომ მიდიხარ სხვასთან? მე ესეთი რამე დავასკვენი – გოგოებსაც შეუძლიათ ღალატი ძალიან ჩვეულებრივად, მაგრამ გოგოები ერთი კაი თვისება გვაქ – ჩვენ ამ ყველაფერზე ვლაპარაკობთ. ბევრი დაგვცინის ამაზე, რომ მთელი დღე შეგვიძლია ჯდომა, ყავის დალევა სიგარეტის მოწევა და ბიჭების გარჩევა მაგრამ ამის დადებითი მხარე ის არის რომ ამ ყველაფერზე ლაპარაკი გვეხმარება გადავლახოთ ბევრი სისუსტე და ბევრი ცდუნება. დაქალი რო გაიგებს დაქალზე რომ ის სხვას წერს იმიტო რო ყურადღება აკლია დააჯვამს და ეტყვის რო შენ შიგ ხო არ გაქ ან ამას შეეშვი ან შეყვარებულს დაშორდი. გოგოს რო პრობლემები აქ ცხოვრებისეული და ვეღარ უმკლავდება ამას თავის შეყვარებულს გაუნდობს ან დაქალებს ან ორივეს – რაც არ უნდა იყოს ეს პრობლემა. და მერე დაქალები ერთად გაარჩევენ და გადაარჩევენ ამ თემას და გადაღეჭავენ სანამ აღარაფერი დარჩება და იმ ადამიანსაც მოეშვება. მარა ბიჭებში სხვანაირადაა. ძმაკაცები იშვიათად ლაპარაკობენ ერთმანეთში ისეთ პრობლემებზე როგორიცაა აი შეყვარებულმა არ მომწერა ორი დღეა და ცივად მელაპარაკა და ეგეთები. ძმაკაცები არ ეუბნებიან ძმაკაცს რომ შეჩემა ნუ დადიხარ სხვა გოგოსთან როცა გყავს შეყვარებული. არა. ისინი ელოდებიან როდის მიხვდება მათი მეგობარი რომ ყლეობას აკეთებს, ან სულაც არ იმჩნევენ და არ ფიქრობენ რომ ეგ ყლეობაა. რა თქმა უნდა ყველა ბიჭი ესე არ არის, მაგრამ სხვები არც ღალატობენ შეყვარებულებს. ანუ მოღალატე ბიჭს არ გააჩნია გარშემო ადამიანი რომელთანაც შეეძლება თავისი სისუსტის გამომჟღავნება და რომელიც ეტყვის – ყლეობას აკეთებ. და ეს არის კაცების მთავარი სისუსტე – რომ კაცობად ითვლება იყო “ძლიერი” – ანუ როდესაც გაქ პრობლემა, ამაზე წუწუნი ძმაკაცებთან არ შეიძლება, ზედმეტი ემოციების გამო ვითვლებით ქალები სუსტებად. არადა მე რასაც ვუყურებ გოგოები ბევრად უფრო ადვილად უმკლავდებიან პრობლემებს ვიდრე ბიჭები და მიზეზი ზუსტად ეგ არის რომ გოგოები უფრო ადვილად გამოხატავენ ემოციებს ვიდრე ბიჭები. “კაცობის” გაგება რაც არის დღეს საქართველოში ძალიან აღარ უხდება დღევანდელი “ქალობის” გაგებას და ეს ქმნის ძალიან დიდი ნაპრალს გოგოებს და ბიჭებს შორის.

რაღაც უკვე ძალიან ერთი და იმავეს ვტკეპნი. ნუ მთავარია მთავარ აზრზს ჩაწვდით და მაინტერესებს მართალი ვარ თუ არა.

აბა დროებით, ჯანმრთელობას და ღორის გრიპის აცილებას გისურვებთ!

ჰიპსტერები, ახალი წელი და ინგლისური

მემგონი სათაურების მოსაფიქრებლად ვინმე უნდა დავიქირავო. აბა ვინ იქნება თანახმა თითო სათაურში 2 ლარი!

ეხლა საქართველოში ისეთი დრო დადგა, რომ ყველას უნდა აკეთოს ის რაც მოეხოშება თან ისე რომ აკრიტიკონ, იმიტომ რომ რადგან აკრიტიკებენ, ესეიგი ქართველ გოიმებზე მაგარი ტიპები არიან. და მერე გამოდიან ფეისბუქზე ტექსტებით “თქვენს ცხოვრებას მიხედეთ”,  “ჩარმოჩენილი საქართველო” და ასე შემდეგ. ბაზარი არაა, აკეთე რაც გინდა, ნოუ პრობლემ.

პროსტა ერთ რაღაც მაღიზიანებს ამ ბოლო დროს. ძალიან მოდაში შემოვიდა ამ განვითარებასა და მენტალიტეტის ცვლილებასთან ერთად ქართულ ლაპარაკში ინგლისური სიტყვებისა ან სულაც ინგლისური წინადადებების შერევა: რანერი, ნიუსი, სელებრითი, ივენთი, ნერდი, “ვოთ ზი ფაქ” ან “და ფაქ”, “გაიზ”, და ასე შემდეგნ. აშკარად უფრო მეტი მაგალითი მახსენდებოდა მაგრამ სამწუხაროდ უცბად გაქრა ეს მაგალითები ჩემი ტვინიდან ალბათ იმიტომ რომ 4 წელია წიგნი არ გადამიშლია და ნორმალურად არ მიწერია და ჩემი ტვინი ქართულად ვეღარ აზროვნებს. და ოპაა! აქაც საინტერესო ფაქტი: მე ვაზროვნებ ინგლისურად. ინგლისური ლიტერატურა ბევრად უფრო მაგრა ვიცი ვიდრე ქართული. რამეს წაკითხვა რომ მინდა, უეჭველი ინგლისურად ვკითხულობ და ქართულს არ ვეკარები. ყველა კინოს ვცდილობ ინგლისური ვერსია ვუპოვო, თემებს ჯერ ინგლისურად ვწერ და მერე ვაქართულებ, დღიურში ინგლისურად ვწერ (დიახ მე მაქვს ჩემი საყვარელი დღიური რომელშიც ვწერ ისეთ რამეებს, რასაც აქ ასი წელი არ დავწერ და არც არავის ვეტყვი, აი ეგეთი ტიპიური გოგო ვარ ). მაგრამ რატომღაც, არასოდეს ან შემთხვევით ან ძალით არ ჩამიტენია ქართულ ლაპარაკში ინგლისური სიტყვები. კი, ხანდახან ქართული შესატყვისი შეიძლება დამავიწყდეს და ვიკითხო აი რა ქვია იმას რესფონსიბილითი როგორაა კაცო ქართულად, მაგრამ არასოდეს ისე არ ვაკვეხებ ინგლისურ სიტყვებს, თითქოს ჩვეულებრივი პონტია. და ზოგი საერთოდ სულ ინგლისურად ლაპარაკობს, ნუ სულ არა, მაგრამ უმეტესად. და ვერ ვხვდები რატომ უნდა ილაპარაკო სასტავში ინგლისურად, როდესაც სულ ქართველები ვართ, მითუმეტეს იმ სიტუაციაში სადაც ყველამ კარგად არ იცის ინგლისური. მარიაჟობაა ესე მგონია. ისედაც ამ ბოლო დროს ისეთი სიტუაცია გაიჩითა რომ “პროგრესული” და “არაპროგრესული” ხალხი დაერია ერთმანეთს და არ ესმით ერთურთის და ეს ენობრივი სხვაობა, რომელიც ახასიათებთ პროგრესულებს, კიდევ უფრო აღრმავებს ამ სივრცეს. დიდი დაკვირვების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ არასოდეს ჩემთვის აი ეგეთ “არაპროგრესულ” ადამიანს არ უთქვამს ისეთი რამე, რომ მე თავი მეგრძნო არაკომფორტულად ან გოიმად ან დამცირებულად. და პროგრესული ხალხი ყოველთვის ისე იქცევა რომ თუ მათთნაირი არ ხარ, სასტავში არ მიგიღებენ თუ რაღაც. აი ის პონტია, ამერიკულ ჰაი სქულ კინოებში რომ “იუ ქენთ სით უიზ ას” ტექსტი აქვთ ხოლმე აკრული სახეებზე. რატომ ხალხო რატომ? რადგან მე ლაპარაკისას სიტყვა ტყნაურს ვახსენებ 2ჯერ, ისინი კიდე 100ჯერ, უფრო პროგრესულები არიან? რადგან ინგლისურად რომ მელაპარკება ქართველი და მე ქართულად ვპასუხობ ესეიგი ინგლისური არ ვიცი და ნაკლებად პროგრესული ვარ? არადა ვიცი. რატომ გაიგივდა აქტიური სექსუალური ცხოვრება კაი ტიპობასა და განვითარებასთან. რატომ გაიგივდა ინგლისური სიტყვების ჩაკვეხება ქართულში მარიაჟობის მიზნით პროგრესულობასთან? რატომ ერჩის ეს ხალხი იმ ხალხს ვინც მათ ინტერესესს უბრალოდ არ იზიარებს. მართლა ვერ ვხვდები, რადგან აი ეს თანამედროვე ჰიპსტერები თითქოს ძალიან დიდი ზედმიწევნით არჩევენ სამეგობრო წრეს მათი სექსუალური ცხოვრებისა და ლაპარკის მანერის მიხედვით და არც უშვებენ იმას, რომ შეიძლება სხვანაირ ადამიანს დაუმეგობრდნენ. სად წავიდა ის დრო, როდესაც ერთ სასტავში შედიოდა მონაზონა ქალიშვილი, გარყვნილი სექსუალური მანიაკი, აჩკარიკი ხუთოსანი, პოხუისტი, ქეში, “პატიოსანი” და ასე შემდეგ. თუ ვაწვებით განვითარებასა და პროგრესულობას (ტაფტოლოგია) მაშინ მოდი ყლეზე დავიკიდოთ ვინ ვისთან იწვა და ვინ რა ენაზე ლაპარაკობს და ისე ვიმეგობროთ არა? ჰიპსტერობა მაგარი ყლეობაა და ხან ვინ ეძახის ვის ჰიპსტერს და გოიმს და ასე შემდეგ ვერ გაიგებ კაცი. დაერია ეს ხალხი ერთმანეთს. ვაი თქვენს პატრონს.

ახალი წელი მოდის და კაცმა არ იცის ვინ ვის ტრაკში იქნება 31ის ღამეს. იმდენად გაიყო აზრები რომ ერთს იქ უნდა მეორეს აქ და თან ყველას ერთად ყოფნა უნდა და საბოლოოდ ან ერთმა უნდა დათმოს ან მეორემ. იმას ეს უნდა ამას ის უნდა და კაროჩე. ადექი დააწექი ახალ წელს ჰევენში თუ იქნა რაიმე გართობის პონტი, კაი ადგილია და ერთადერთი ადგილია სადაც თავს არ პროგრესულები იგრძნობენ ზედმეტად და არც პროგრესულები მე კიდე ვეცდები 2016 წლისთვის მოვიფიქრო რომელიმე ვარ ამ ორს შორის, რომ 2016 წელი გავატარო იმ სასტავში, რომელიც მეკადრება. (სარკაზმი აგი)

 

ლეინ სტეილი როგორც გრანჯის მამა!

21_74701565

გავარტყი კურტ კობეინს! როდესაც არსებობს ლეინი. დავიწყოთ იმიდან, რომ Alice in Chains-ის მუსიკა ბევრად უფრო მაღალ დონეზე შესრულების მხრივ, ვიდრე ნირვანასი. ნუ კაი ჯანდაბას, არც სექს პისტოლზებმა იცოდნენ დაკვრა მაგრამ მთელი ერა შექმნეს და მთელი კულტი, მაგრამ მათ ჰქონდათ სტილი და იდეოლოგია. ხოდა ნირვანას ჰქონდა სტილი და იდეოლოგია მარა მოდით ვაღიაროთ, ნირვანას ერთადერთი წარმომადგენელი რომლის აზრიც მაშინ ყველას აინტერესებდა კურტ კობეინი იყო. დეივიდ გროლი რეალურად მერე გახდა ცნობილი, ზედმეტი ლაპარაკი რო დაიწყო და თავი რო ძალიან მაგარი ჰგონია, და მესამეს სახელი ვაფშე არ ვიცი. არადა ნირვანას დიდი ხანია ვუსმენ თან რასაც ქვია ვუსმენ, ყველა სიმღერა მოსმენილი მაქ. კურტ კობეინს ხმაც არ ქონდა პახოდუ. კი დამახასიათებელი ტონალობა და ხრინწი გააჩნდა მის ხმას, მარა მოდით ვაღიაროთ, რომ კურტი იმიტომ არის ასეთი პოპულარული აიქონი რომ 27 წლის ასაკში მოკვდა, თან პოპულარობის პიკში, თან მისმა ცოლმა, კორტნი ლავმაც არ დაიშურა პიარი თავისი მკვდარი ნაშისსა და საკუთარი ბენდისათვის ხოდა ყველაფერი იდეალურად ჩაჯდა იმისათვის რომ კურტი გამხდარიყო არა ცნობილი მუსიკოსი, ან გიტარისტი, ან რაიმე ეგეთი, არამედ უბრალოდ სახე და ხმა.

Alice in Chains სტილიც ქონდა, სათქმელიც ქონდა, დაკვრაც მაგრა იცოდნენ და ვოკალისტიც უმაგრესი ყავდათ. (წარსულში ვლაპარაკობ იმიტომ რომ დღევანდელ Alice in Chains არაფრად არ ვაგდებ, რადგან სტილი სულ სხვა აქვთ, ვოკალისტიც საერთოდ სულ სხვანაირი ხმით მღერის, და კაროჩე ესე ვფიქრობ მერე – ბენდი რომ ჩამოყალიბდებ, და ვინმე რომ მოუკვდებათ ან წავა, უეჭველი უნდა დაიშალოს ან სახელი მაინც გადაირქვან, იმიტომ რომ იმ მუსიკას აღარასოდეს დაუკრავენ, რაც მასთან ასოცირდება. მაგალითად პეპერსების ჯონ ფრუშიანტე რაც წავიდა, მის მერე პეპერსები აღარაფრად ვარგა. კი, ფლის ბასები ისევ მაგარია, მარა გიტარა ვაააააფშე სხვა სტილში უკრავს და არ ასწორებს.) ლეინს ჰქონდა ხმა, რომელსაც ვერც ედი ვედერის ხმა შეედრება და ვერც ბილი კორგანის. ედი ვედერის ხმა მომენტებში მაგარი გამაღიზიანებელია, იიტომ რომ გგონია ძალით იბოხებს და ძალით ხმას რო იყენებენ მაგრა არ მევასება. ლეინს კიდე ბუნებრივად გამოსდიოდა ყველაფერი, ბოხი ხმაც და კივილიც. მოკლედ ლეინი ყველაფერს ქაჩავდა აბსოლუტურად! საოცარი ხმა ქონდა მართლაც რომ და რო ვუსმენ ყოველთვის მაჟრიალებს.

ჯერ ნირვანა აღმოვაჩინე და კაი ხნის მერე გადავწყვიტე რომ გრანჯს ჩავჯდომოდი. Pearl Jam-საც ჩავუჯექი და Alice in Chains-საც და კიდე ბევრს, მარა ამ ორს გამოვარჩევდი და ამ ორს შორის რა თქმა უნდა Alice in Chains-ს. მათ მერე ნირვანას აღარაფრად ვაგდებ. სერიოზული გაჭედვა ქონდა ერთი პერიოდი და მერე დავფიქრდი, რატომ ითვლება ნირვანა ყველაზე მაგარ ბედნად? როდესაც ესენი არსებობენ და ბევრად უფრო მაღალ დონეზე არიან. ხოდა კაროჩე მოვრჩები ეხა ნირვანას ჩაქვესკნელებას.

ლეინი მოკვდა 32 თუ 34 წლის, ზუსტად არ მახსოვს. ბოლო 1 წელი თითქის არც ჩანდა, ძალიან ცუდად იყო ნარკოტიკებისგან, საშინლად გამოიყურებოდა და ვეღარ მღეროდა. დეპრესიაში იყო და სახლიდან არ გამოდიოდა. ხოდა ეგრე ჩუმად გაიპარა ამ სამყაროდან. ეხა რაშია საქმე. თქვენ თუ გგონიათ მისმა სიკვდილმა იმხელა ამბავია გამოიწვია რამხელას კურტ კობეინის არ რივერ ფენიქსის სიკვდილმა, ძალიან ცდებით. გამოაცხადეს და ვსიო. ფანებმა იგლოვეს. მისი ფოტო დაჟე იმ წლის გრემის “წასულთა” გამოტირების დროს არ გაუშვეს ეკრანზე, რაზეც ბენდის წევრები მაგრა აიჭრნენ და არ დაესწრნენ გრემის. რატომ არ გაუშვეს მისი ფოტო? რა, ის არ იმსახურებდა პატივისცემა და ყურადღებას მუსიკალურ სფეროში? თუ ნაკლებად “დასტოინად” მოვკდა ვიდრე იმ დროს კვდებოდნენ მუსიკოსები? თუ რადგან ერთი ამბავი არ ატყდა იმაზე თუ ვინ მოკლა იგი და რატომ, როგორც კურტ კობეინის სიკვდილზე, მაგიტომ არ გმაოიწვია ამ ყველაფერმა დიდი აურზაური? რატომ არ ითვლება ლეინი აიქონად? კი, ფანებისთვის ის ყველაფრის ეტალონია, მაგრამ სხვა ადამიანებს რომ უხსენო მისი სახელი, არც იციან, კურტი კიდე ყველამ იცის. რა ლეინი ნაკლებად ნიჭიერი იყო? ნაკლებ საკაიფო რამეს ამბობდა? ნაკლებად სიმპატიურო იყო? ნაკლებად ნარკომანი იყო? თუ რადგან 27 წლის არ მოკვდა და კლუბს არ შეუერთდა არ არის საჭირო ზედმეტი ფიქრი? უბრალოდ სათანადო პიარი არ გაუკეთდა მის სიკვდილს, რადგან ბედნის წევრებს და მის მეგობრებს ყლეზე კიდიათ ეგ ყველაფერი და პიარი და მათთვის მთავარი იმ დროს ის კი არ იყო რომ აი დიდი ვოკალისტი მოკვდა, არა. მათ მეგობარი მოუკვდათ. პიარის გაკეთება ამერიკელებმა მაგრა იციან და სამწუხარო ის არის რომ ყველაფერში იხმარენ პიარს, სიკვდილის კარგად გამოყენებაც კი იციან, რაც მეზიზღება და ზოგადად პიარი მეზიზღება და ისიც მეზიზღება რომ დღეს მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებ და როგორ აკეთებ, მთავარია კარგი პიარი გაუკეთო შენს თავს.

პროგრესული ხალხი არაპროგრესული ხალხი წინააღმდეგ (+ერთი თხოვნა)

ეს ორი დღეა სახლში ვზივარ და მომდის და მომდის ინფორმაცია ჩემი მეგობრებოსა და ნაცნობებისგან თბილისის ბომონდის სხვადასხვა წარმომადგენლების შესახებ. თქვენც გსმენიათ ალბათ ან თვალ-ყური მოგიკრავთ ამ ამბებისათვის. მთელი ნიუს ფიდი აფეთქებული მქონდა გუშინწინ. კერძოდ კი ჟანეტ ქერდიყოშვილის “სელფზე” მაქვს ლაპარაკი. ქალს საქმე უნდა ქონდესო, მარა ეგ არ ნიშნავს რომ სულ უნდა მუშაობდესო. ქმარი რო უღალატებს და 3 შვილი რო ყავს და ქმარს დაშორდება ეგოისტიაო, და შვილები თუ არ ყავს მაშინ არაუშავსო. კაროჩე არ ვაწვებიო გენდერულ თანასწორობასო და შემეცითო რა. იასნა აზრი ორად გაიყო: “პროგრესულები” ეძახდნენ უწიგნურს იმიტომ რომ ქმარს უჩმორდება, და “არაპროგრესულები” ეძახდნენ უწიგნურს იმათ, ვინც ჟანეტს აკრიტიკებდა, იმიტომ რომ ქმარს უნდა დაუჩმორდეო. მეც ძალიან არ მესიამოვნა, როგორც ილაპარაკა. მაგრამ მერე დავფიქრდი, თუ წავიდა ლაპარაკი თანასწორობაზე და უფლებებზე, ესეიგი ასევე ლაპარაკი გვაქვს არჩევანის თავისუფლებაზე. ანუ ქალი თუ უნდა დაუჩმორდება ქმარს, თუ უნდა არა, და ეს უნდა მოდიოდეს ინდივიდუალურად, და არა იმიტომ, რომ ესეა მოსული. მეთქი რას ერჩიან, აბა ყველა თინა მახარაძესავით ხომ არ დაიწყებს იმაზე ლაპარაკს როგორ ევასება ორალური სექსი და როგორ უნდა ვიტყნაუროთ ვისთანაც გვინდა და როცა გვინდა. ზოგი პირიქით, ძალიან ძველმოდურია და არც ერთია ცუდი არც მეორე. მაგრამ ორივეს ნათქვამში ვიპოვე ის, რაც მაღიზიანებს და რასაც არ ვეთანხმები: ორივე აწვება რადიკალურად სხვადასხვა აზრს, მაგრამ ისე გამოხატავენ, გეგონება მარტო მათი აზრი არის ჭეშმარიტება და ვინც ეგრე არ ფიქრობს არის გოიმი, უწიგნური, გაუნათლებელი, ჩმორი და კიდე რავიცი აბა. ჯერესერთი წიგნიერება არაფერ შუაში არაა. წიგნების კითხვა არც მე მივყარს დიდად, თუ დამაინტერესებს წავიკითხავ, უფრო ფილმების ყურება მევასება. და ერთადერთი რაშიც ჩემ “უწიგნურობას” ჩემთვის ხელი შეუშლია, ეს არის ქართულის არ ცოდნა, რადგან თითქმის სულ ინგლისურად ვკითხულობ ყველაფერს და ქართულ ლიტერატურას დიდად არ ვეხები. ხოდა მე მაპატიეთ. მოკლედ რაშია საქმე, ყველას აქვს თავისი აზრი, და ამ აზრს მე არ ვაკრიტიკებ. მე ვაკრიტიკებ ამ აზრის გამოხატვის გზას. როდესაც ლაპარაკია იმაზე ქალი კაცს უნდა უჩმორდებოდეს თუარა და უნდა მუშაობდეს თუ არა და თუ შენ ფიქრობ რომ არ უნდა მუშაობდეს და თავისი აზრი ყოველთვის ქმრის აზრს უნდა ემთხვეოდეს, ბაზარი არაა, ეგრე ფიქრობ და რას ვიზამთ, მარა ამას რომ ინერვიუში ამბობ რომელსაც ათასი კაცი წაიკითხავს, ხომ შეიძლება დაამატო რატომ ფიქრობ ესე და რომ ეს შენი არჩევანია და რომ ეს არ ნიშნავს, რომ ქალი რომელიც მუშაობს და ქმარს შორდება ღალატის გამო არის ნაკლებად ქალი ან დედა ან ცოლი ვიდრე ის ვინც ყველაფერს მოითმენს და ყველაფერზე თვალს დახუჭავს. მოკლედ, აზრები ამ ბოლო დროს ძალიან რადიკალურად იყოფა და არც ერთი მხარე არ ცდილობს გაუწიოს ანგარიში მეორე მხარეს მე კიდე ვზივარ აქ და ვცდილობ ნეიტრალური ვიყო. საქმეც იმაშია, რომ რადიკალიზმი მომენტებში ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ დათმობით და თბილი გულით შეიძლება შენი აზრი კარგად ვერ გადმოსცე და ხალხს ვერ შეაგნებინო. ამიტომ მე მაინც ვიტყვი, რომ ჟანეტას ნათქვამი იყო ძალიან არაკორექტული დღევანდელ დრეში, მითუმეტეს მისი აზრის ფორმულირება. იმიტომ რომ საქართველო არც ამერიკაა და არც ევროპაა და არც აზიაა და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ აი ესეთი “ტრადიციული აზრებისაგან” განვათავისუფლოთ ჩვენ მენტალიტეტი, და როდესაც ეს მოხდება, უკვე მერე აირჩევენ ქალები რა უნდათ და როგორ უნდათ და როგორაა მათთვის მიღებული ცოლ-ქმრობის საკითხი და ამ არჩევანს არ ერქმევა “ტრადიციული” ან “ძველმოდური”. ეს იქნება უბრალოდ არჩევანი, რადგან ეს დებილი ცოლ-ქმრული ტრადიციები აღარ იარსებებს.

 

P.S როგორც ხედავთ, ერთი და იგივე თემას ვატრიალებ უკვე რამდენი ხანია და ძალიან კი მინდა რამე საინტერესო დავწერო, მაგრამ ვერაფრით ვერ დავალაგე ჩემი აზრები. ხოდა ძალიან გამახარებთ რომელიმე თუ კონკრეტულ თემას ან თემებს შემომთავაზებთ. ერთია, რომ მაინტერესებს რა გაინტერესებთ. მეორეა, რომ მაინტერესებს რა არის აქტუალური. და მესამე და ბოლო მიზეზია რომ ნამუსი არ გამაჩნია და მეზარება რაიმე საინტერესოს მოფიქრება. პარიზის ტერაქტზე კი მინდოდა რაიმეს დაწერა, მაგრამ იმდენი ვილაპარაკე მაგაზე ის ერთი კვირა და იმდენი ვარჩიე საბოლოოდ დავიცალე და აღარ მაქვს მაგაზე წერის თავი.

სიგარეტი, ყავა და ქართველობა

ყველაზე ძალიან მაღიზიანებს ქართველები ქართველებს და საქართველოს რო უპრაგონოდ აკრიტიკებენ. ალბათ ეხლა გაგიჩნდებათ კითხვა, ამას შიგ ხო არ აქ რაც დაუწერია ყველაფერი ქართველების გინებაა. მარა მე ქართველებს ვაგინებ სიყვარულით, აი დაქალს რო ეტყვი შე ყლეეო ეგეთ პონტში. იმ რაღაცეებზე ვაკრიტიკებ რასაც მე მეთვითონ ვცდილობ რომ გამოვასწორო. და არის ქართველების ის კატეგორია, რომელსაც ჰგონია, რომ უპრაგონოდ კრიტიკა არის ინტელიგენტურობის და პროგრესულობის ტოლფასი და რაც უფრო მეტ უარყოფითს და ნაკლებ დადებითს იტყვის, უფრო კაი ტიპი გამოჩნდება უცხოური სტანდარტებით. ეს ადამიანები ამ დროს არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ გამოასწორონ ის პრობლემები, რაც არსებობს საქართველოში: გინდა განათლების სისტემის ქვესკნელი, კინდა გენდერული უთანასწორობა, გინდა ფინანსური ქვესკნელი, გინდა ხელოვნების სფეროს ყლეობები, გინდა სამედიცინო და სამეცნიერო სფეროს ყლეობები, გინდა ყლეური ტრადიციები. გამოხტებიან გოგოები იმაზე ლაპარაკით, თუ როგორი სექსისტები არიან ქართველი კაცები, და მერე ვინმე ფემინისტკა რო დახატავს მაიკაზე ვაგინას მენსტრუაციის პერიოდში და გასაყიდად გამოიტანს ინტერნეტში – ეს ფემინისტკა ყლეა და ვერაფერს ამტკიცებს ამ თავისი “უაზრო გამოხტომით”.  და შენ რა ჩემ ყლეს მიკეთებ ერთი რო გამოასწორო გენდერული უთანასწორობის პრობლემა? ცდილობ რომ მაგრა მიაწვე შენ სწავლას რო კაცებს აჩვენო რო მაგარი ქალი ექიმებიც არსებობენ? თუ ერთობი ისე რო არ გჭირდება ბიჭი საფლირტაოდ? თუ უარს ამბობ იმაზე რომ გაჭირვებულმა მამრმა ჯგუფელმა გადაგიხადოს ტაქსის ფული მარტო იმიტო რო ბიჭია? ქართველობა ესეთ გოგოებს და ბიჭებს ხან აწყობთ, ხან არა. ეგრე სადაა. იმისთვის რომ გააკრიტიკო საქართველო ჯანმრთელად, პირველ რიგში უნდა გიყვარდეს. თან თბილისელი თუ ხარ, თბილისი უნდა გიყვარდეს. არასწორია, როდესაც 22 წლის ახალგაზრდები ჯდებიან და ტვინს ტყნავენ იმაზე ლაპარაკით, თუ როგორი ცოტა სიმწვანეა თბილისში და როგორ სიამოვნებით იცხოვრებდნენ სადმე სოფელში, მერე წავლენ სოფელში ზაფხულში ერთი კვირით, და ერთი სული აქვთ როდის დაუბრუნდებიან მშობლიურ თბილისს, იმიტომ რომ ბეზრდებათ ყვავილებში მფრინავი ფუტკრები და ტბასთან ბალახში მფრინავი ტვინის მტყვნელი კოღოები და ენატრებათ ინტერნეტი, კაფეში ყავის დალევა, თბილისელი ბიჭების დასტოინობა და საღამოობით კლუბში წასავლელად გაზმანვა. თუ ეგრე გინდა შეჩემისა წადი სოფელში, ვინმე გიშლის? ან თუ სიმწვანე გინდა, ოდესმე რამე აქციაზე ყოფილან? არა. ეს იმ უმცირესობაზე მაქ ლაპარაკი ვინც ეგეთ თემებზე ტვინს ტყნავს და არაფერს არ აკეთებს იმისთვის რო გამოასწოროს. აი ის კატეგორია რა ძალიან პროგრესულობას და თავისუფლებას რომ აწვება, და არც არჩევნებზე დადიან და არც აქციებზე და საერთოდ არ აინტერესებენ რა ხდება სამყაროში, მარტო ის აინტერესებთ ვის რა აცვია და ვინ ვის რა უთხრა უნივერსიტეტში და სამსახურში. გამოგიტყდებით და მაგარი არ მევასება ბუნება და არც პახოდები მიყვარს და ალბათ არც წავალ არასოდეს პახოდში. მაგრა მევასება ჩემთან დაჩაზე ასვლა, იმიტო კიარა რო სოფლური ცხოვრება მიყვარს, არამედ იმიტომ რომ ბავშვებთან ერთად მაგრა ვერთობი დიდ სახლში, ჰაერის გამოცვლაც ასწორებს ხოლმე და სიწყანრეა. მარა ეს სიწყნარეც მაქსიმუმ ერთი კვირით მინდა, მერე ისევ თბილისი მენატრება. ზაფხულზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი, თორე ზამთარში დაჩაზე რა ამიყვანს.

იმედია შეცდომაში არ შემიყვანიხართ. მე მიყვარს საქართველო: ლამაზია, კარგი ბუნებაა, ლამაზი მთებია, ზღვაც არის, ისრიალებ იბანავებ, სამოგზაოუროდ ძალიან საინტერესოა, საჭმელია კარგი, ხალხია თავისებური, კი ყლეობები ახასიათებთ, მაგრამ საერთოდ არ მინდა ვცხოვრობდე აი მაგალითად ისეთ დალაგებულ ქვეყანაში როგორიცაა შვეიცარია. რატო? იმიტომ რომ უინტერესოა. ყველაფერი ზუსტადაა გაწერილი და ხალხიც ყველა ერთნაირად დალაგებული და ბედნიერია. ყველას ცხოვრება აქ მოწყობილი. საქართველოში, კერძოდ თბილისში, კიდევ ყველაფერი ახალია. აქ ადვილია გაატრაკო და გააკეთო რაიმე ახალი და საინტერესო. ქალაქს ვიდიც ეგეთი აქვს, ხან ძველებური და ლამაზია, ხან კომუნისტური და მახინჯი, ხან თანამედროვე და გაუგებარი. ბევრი ყლეობა ხდება რაც იწვევს ბევრ ეგზისტენციალურ კითხვას, რომლებზე ჩაფიქრებისასაც ბევრ რამეს ვხვდებით, რასაც მაგალითად ამერიკელი ვერ მიხვდება. ჩვენთან აფასებენ ოჯახის ფასეულობებს, ოჯახის წევრებს და ხშირ შემთხვევაში ადამიანი თავს გრძნობს დაცულად იმიტომ კიარა რომ აშენებულ ქვეყანაში ცხოვრობს, არამედ იმიტომ რომ იცი, ნათესავი და მეგობარი უეჭველი მხარში დაგიდგება და დაგეხმარება. უბრალოდ კომპლექსებია ბევრი, რომელიც არის მოსაშორებელი იმისთვის რომ უფრო მეტი ახალი და საინტერესო რაიმე შეიქმნას, ეს ჩემში ხელოვანი ლაპარაკობს.

ეგზისტენციალური კრიზისი და მარაზმული ციკლი

ვსიო. მაგრად მომბეზრდა ჩემ გამოყლეებულ ჯგუფელებზე და მარიაჟ ახალგაზრდობაზე ტვინის ჭყლეტვა, არამარტო ჩემი ტვინის, ჩემი მკითხველების ტვინის ასევე. პროსტა იმიტო რო ამ ბოლო დროს იმდენი დაგროვდა, საბოლოოდ მგონია რო ბოლო დინოზავრი ვარ და აშკარად პრობლემა ჩემშია და ჯობია წავიდე თავი მოვიკლა ეხლავე. რამე ცუდი არ იფიქროთ, თან მეღიმება ამას რო ვწერ.

უბრალოდ მართლა ყელშია დილის 4 საათამდე ლოგინში წრიალი იმაზე ნერვიულობით ვინ რას გაგიძრობს მეორე დღეს, და ყოველდღე უფრო და უფრო საოცარ ყლეობებს გიძრობს ხალხი. ეხლა კაკრაზ ის პერიოდია, რომელსაც მე ვეძახი “სტუდენტური ასაკის კრიზისი”, როგორც არსებობს შუახნის ასაკის კრიზისი. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ეს ერთგვარი ეგზისტენციალური კრიზისი ამ ასაკში ჩემი მშობლების თაობაში საერთოდ არ არსებობდა. თუ არსებობდა, და 5 პროცენტში. რატომ არის დღეს ეს პრობლემა?

გეტყვით რატომაც. ეს დაკავშირებულია როგორც ქვეყნის განვითარებასთან და ვითომ პროგრესულობასთან, ისე სოციალურ, პოლიტიკურ, და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ასევე ეკოლოგიურ მდგომარეობასთან, ასევე მენტალიტეტთან, და ასე შემდეგ.

მთავარი პრობლემა კი გამოიხატება ფრაზაში, რომელიც რაც უფრო ახლოს მივდივარ მეოთხე კურსის ჩაძაღლებისკენ, უფრო და უფრო ხშირად მესმის – არ ვიცი რა მინდა ცხოვრებაში. ანუ სტუდენტები, თუ არასტუდენტები, ანუ 20-დან 25-მდე ასაკში მყოფი ახალგაზრდები, აზრზე არ არიან რა უნდათ რომ აკეთონ მთელი ცხოვრება. უმეტესობა იმიტომ არის ჩავარდნილი ამ საფიქრალში, რომ სათანადოდ გართობა უნდა და არ არის მზად გართობაზე და მეგობრებზე თქვას უარი სამსახურისა და სწავლის გამო, და ისინი ვინც მზად არიან რომ უარი თქვან ხოლმე ამ ყველაფერზე შიგადაშიგ, სულ სხვა პრობლემას ხვდებიან – არასათანადო სასწავლო სისტემა, მოტივაციის არ ქონა, სტრესი და არანაირი სტიმული. არავინ არ არის დარწმუნებული, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისას შეძლებს მუშაობას. ოღონდ მუშაობას ისე, რომ თავის თავს მიხედოს და მშობლებზე ჩამოკიდებული ახვარი არ იყოს. არ არსებობს სამუშაო ადგილები, თუ არსებობს, გატენილია ნაცნობობითა და უცხოეთში ნასწავლი სნობებით. რაც შეეხება სწავლისა და მუშაობის შეთანხმებას, ეს სრულიად შეუძლებელია. ან ერთი უნდა აირჩიო ან მეორე. ნახევარ განაკვეთს წერენ აღწერილობაში და აღმოჩდნება რომ ნახევარი განაკვეთი ნიშნავს არა 8 სტანდარტული სამუშაო საათის მაგივრად 4 სამუშაო საათს, არამედ ისევ და ისევ 8 საათი მუშაობას (მეტი თუ არა) უბრალოდ საღამოს სმენაში. ანუ ლექციების მერე მიდიხარ სამსახურში, სახე გეტყვნება, ამთავრებ ღამის 2-ზე ან 3-ზე, მიდიხარ სახლში, გძინავს უბადრუკი 3 საათი, მეცადინეობასაც კარგად ვერ ასწრებ, და მერე ისევ ლექციებზე. თან ლექტორებისგან გეჯმევა, რომ არ უნდა მუშაობდე იმიტო რო სათანადოდ არ გრჩება დრო სწავლისთვის, და გეჯმევა, რო სათანადოდ არ არის გაკეთებული შენი საბაკალავრო ნაშრომი (ეს ეხება უფრო აკადემიის სტუდენტებსა და ლექტორებს), არადა ყველამ იცის რომ იმისთვის რომ სადიპლომოსთვის კარგი ნაშრომი გააკეთო (რაც რეალურად ყველას სურვილია) საჭიროა ფული.  და საიდან მოდის ფული? სამსახურიდან. მერე უხსნი რო ფულს მშობლები ვეღარ გაძლევენ, ეკონომიკას დანძრეული აქ და მაგიტომ მუშაობ, თავს გიქნევენ რო ესმით, მარა მერე ლექციას სამსახურის გამო რო აცდენ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ისევ გეჯმევა. ეს არის დაუმთავრებელი ციკლი, რომლიც ბევრ სხვა პრობლემას იწვევს, როგორიცაა ჯანმრთელობის დაქვეითება, დეპრესია, სტრესი, უძილობა, დაღლილობა, აგრესია, ნევროზი და რავიცი აბა კიდე. ჩემს გარშემო იმდენი 22 წლის ადამიანია, რომელსაც ზოგს პოლიპი აქ, ზოგს წელი ტკივა, ზოგს აწუხებს უძილობა, ზოგს გაუსაძლისი თავის ტკივილი, ზოგს სერიოზული სტრესი და ნევროზი, რომ უკვე შეუძლებელია მათთან ერთად მშვიდად დაჯდომა და ლაპარაკი ზედაპირულ თემაზე. თან ცდილობენ პრობლემები გადაფარონ უაზრო გამოხტომებითა და საუბრებით, რომ დაუმტკიცონ ყველას, მეგრობრების ჩათვლით, რომ ეს ყველაფერი არ აწუხებთ და ყლეზე კიდიათ და საბოლოოდ ისე ხდება რო ყველა თავის პონტსი აყლევებს და მეგობრებს აღიზიანებს. აბსოლუტურად ყველას პრობლემები აქ ან უნივერსიტეტში, ან სახლში, ან სამსახურში, ან ფინანსური პრობლემები, რაც იწვევს ყველაფერ დანარჩენს. და მერე უკვირთ, რატომ არ ვართ სტუდენტები მოტივირებულები და გვადარებენ სხვა ჯგუფელებს, რომლებიც ზაფხულში საფრანგეთში დადიან დასასვენებლად და ზამთარში ალპებში სრიალებენ. ნეტა რატომ აქვს მას უფრო დიდი მოტივაცია? როცა მოუნდება ადგება და ახალ მასალას იყიდის სახატავად, როცა მოუნდება მაშინ წავა მეგობრებთან ერთად გასართობად, არც მუშაობა უწევს, სახელოსნოც აქვს, და კი, შეიძლება სახლში აქვს იმას თავისი პრობლემები, მაგრამ ეგ ყველას აქვს და დანარჩენი ყველაფერი თუ არ გაწუხებს, მაინც ხარ მოტივირებული. მოტივაცია რომ გქონდეს, ცოტა სტიმული მაინც უნდა გქონდეს. არავინ არაფერს არ გვპირდება და მერე უკვირთ რატომ არ დავდივართ. კომუნისტების დროს რო ყველა ვისაც დიპლომი ქონდა უეჭველი იცოდა რო სამსახურს იშოვიდა და აშოვნინდებდნენ და ყოველთვის იყო სამუშაო ადგილები, ეხლა ეგრე აღარაა და ეს საბჭოთა კავშირში ჩარჩენილი ლექტორები ვეღარ ხვდებიან მაგას. ადრე რომ ტრაკში იტყვნებოდნენ (უკაცრავად) სტუდენტები იმიტომ რომ იცოდნენ, წინ მომავალ ჰქონდათ, დღეს სულ სხვა სიტუაციაა.

ეს ყველაფერი წამოვიდა როდესაც წავიკითხე რომელიღაც ამერიკულ უნივერსიტეტში გამოქვეყნებული სტატია, სადაც განიხილებოდა სტუდენტების ზუსტად ეს პრობლემა. მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ უჭირთ სტუდენტებს სტრესთან და დაძაბულობასთა ბრძოლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე. და დასკვნაც ეწერა. იმიტომ რომ დღევანდელ დღეში, არ არსებობს ის “დაცულობა” რაც იყო ადრე. თაობებს შორის აზროვნების მხვრივ დაშორება უფრო გაიზარდა, ვიდრე ადრე და ამას არ აქცევენ სათანადო ყურადღებას იმ შემთხვევაში როდესაც ლექტორები ბევრად უფროსები არიან დღევანდელ სტუდენტებზე. ახალგაზრდებს უფრო მეტი საფიქრალი და წონა ადევთ მხრებზე, ვიდრე ადრე.  ის ასაკი, რომელშიც ადამიანს უწევთ ისეთ პრობლემებზე ფიქრი, როგორიცაა ფული, მშობლების რჩენა, სიბერე და ასე შემდეგ, ჩამოიწია და გაუტოლდა სტუდენტობის ასაკს. აგარემოც შეიცვალა. ქალაქები უფრო ხმაურიანი და ხალხმრავალი გახდა. დრო დღეს უფრო სწრაფად მიდის. ქალაქებში საშინელი გარემო და ჰაერია, ყველაფეირ გაძვირებულია. ამიტომ უფრო ძნელია გახდა ამ ყველაფერთად სწავლის სტრესის ატანა. დასკვნის ქვეშ ასევე ეწერა თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს ამბავი: ნიშნებზე რომ ერთი ამბავია ატეხილი და ყველა პირველ რიგში იმას აქცევს ყურადღებას დიპლომში ვის რა ნიშნები აქ, იმას უფრო უნდა მიექცეს ყურადღება, თუ სინამდვილეში რა შეუძლია სტუდენტს და რა არა. სამსახურში მარტო იმის მიხედვით რო იყვანენ ადამიანს თუ სად აქვს ნასწავლი, და არა როგორ აქვს ნასწავლი, ეგ არასწორია. იძლევიან ბევრ დავალებას, რომლის სამსახურთად შეთანხმება ძალიან ძნელია და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვერ შეიცვლება და დარბილდება სასწავლო სისტემა, მას პირიქით გამკაცრება სჭირდება, სწავლის მხრვივ და არა დასწრების. თავისუფალი დასწრება უნივერსიტეტში არის საჩუქარი ღმერთისგან. მაგრამ საქართველოში შეიძლება გამოსწორდეს დასაქმების სისტემა. გასაგებია, შენი მეგობრის ნათესავს შენივე მეგობარი კარგ რეკომენდაციას გაუწევს და გეტყვის რომ პროფესიონალია, მაგრამ ჯერ ნახე მართლა არის თუ არა თავის საქმეში კარგი, და მერე დაასაქმე. მოუწყვე გამოსაცდელი პერიოდი. ეგ ის პონტია ივანიშვილმა რომ კალაძე დანიშნა ენერგეტიკის მინისტრად და თავი გამიართლა ტექსტით “არაუშავს, ისწავლის ნელ-ნელა”. როგორც ვხედავთ, ჯერ არაფერი უსწავლია ბიჭს რბილი “ლ”-ების ცოტათი გამოსწორების გარდა.

მინდა ვიყო ქალი, რომელიც არის კაცი, რომელიც არის ქალი.

ამ ბოლოდ დროს უფრო და უფრო მეტი “ნიუსი” მხვდება გენდერსა და იმაზე თუ რა არის გენდერი. “გენდერსს” და “სქესს” ანსხვავებენ შემდეგნაირად: სქესი არის შენი ფიზიკური მხარე, ანუ ქალი ხარ თუ კაცი ამ ტერმინის ხმარებისას გამოიხატება გენიტალიაში: ვაგინა-ქალი, პენისი-კაცი. “გენდერი” არის ის, რასაც შენ შინაგანად გრძნობ. ანუ, შეიძლება გქონდეს პენისი, მაგრამ თავს ეძახდე ქალს, იმიტომ რომ გრძნობ, რომ შინაგანად ქალი ხარ და შენს ორგანოებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

საქართველოში ჯერ ამ დონემდე არც მივსულვართ, ერთადერთი ცნობილი ქართველი ტრანსგერდერი არის კესობესო. ჩვენთან ჯერ კიდევ იმას ვარკვევთ, არის თუ არა ჰომოსექსუალი მისაღები და ადამიანური. ტრანსებზე, პანსექსუალებსა და გენდერ ფლუიდობაზე ჯერ კიდევ არც გვაქვს ლაპარაკი. მაგრამ ამერიკელებმა და ევროპელებმა შეძლეს რომ სერიოზულად მიიღონ ეს თემა – არის თუ არა გენდერი და სქესი ილუზია? არის თუ არა აუცილებელი რომ ჩვენ ვიცხოვროთ იმის მიხედვით, თუ როგორ ვიბადებით და რადაც ვიბადებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზროვნებით ბევრს ვწვდები და ჩემთვის ასეთ რაღაცეები ადვილად არის მისაღები, მაინც ვყოყმანობ იმის თემაზე, რომ ამდენნაირი სექსუალური ორიენტაცია შეიძლება არსებობდეს. უკვე იმდენნაირი გამოჩნდა, რო ვეღარც ვეწევი ტერმინოლოგიას, არადა ეგ ამბები ძალიან მაინტერესებს და ყოველთვის ჩართული ვარ. გასაგებია, ქალი დაიბადა ქალად, მაგრამ გაიზარდა და მიხვდა რომ უნდა იყოს კაცი და ხდება კაცი. ეგრე შეიძლება მართმადიდებლად მოგნათლონ ბავშვობაში და გაიზარდო და მიხვდე რომ ბუდისტობა გინდა. მაგაში გასაკვირი და გასაპროტესტებელი არაა და ეგ ყველაფერი არის ადაიანის არჩევანი. იყო ერთი – გახდა მეორე. მაგრამ რა ვქნათ იმ შემთხვევაში როდესაც იყო ერთი – და გახდა ბევრი? ანუ დაიბადა ქალად, აქვს ძუძუები და ვაგინა, მაგრამ იცვამს როგორც კაცი, წვერს უშვებს, ამავდროულად აქვს ვაგინა და მოსწონს კიდეც ის ფაქტი რომ გააჩნია ვაგინა და არ აპირებს მის პენისად გადაკეთებას. სექსი აქვს კაცებთანაც და ქალებთანაც. არ ექვემდებარება არც she და არც he ნაცვალსახელებს. ასეთი ადამიანი უბრალოდ გაჭედილია ლიმბოში და ვერ გადაუწყვეტია რას მოითხოვს და ოდესმე მიხვდება? თუ ის ასეთია, შუაშია გაჭედილი და უნდა მთელი ცხოვრება შუაში იყოს გაჭედილი. მისთვის არ აქვს მნისვნელობა სიამოვნების მისაღებად ქალს ჩაუწვება თუ კაცს ლოგინში, მთავარია – ის ადამიანი უყვარს და სექსი აქვს. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა. მაშინ რატომ იზიდავენ კაცები ქალებს და კაცები ქალებს? რატომ არის ასე მიღებული საზოგადოებაში? თუნდაც ჩვენი ბიოლოგიური აღნაგობა რომ ავიღოთ და ძალიან მარტივ დონემდე დავიყვანოთ – ქალს აქვს ხვრელი, კაცს აქვს დრელი (ვრითმავთ, დიახ) და ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად ხდება, სულაც რომ ცხოვრებაში არ გქონდეს გოგოს ან ბიჭს ნანახი სექსი როგორია, შენი სხეული თავისით ხვდება სად უნდა წავიდეს და რა უნდა გააკეთოს. მაგრამ რა სიამოვნებას იღებენ აი ზემოთხსენებული გაურკვევლი სქესის ადამიანები სექსისგან? ანუ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს კაცთან ექნებათ სექსი თუ ქალთან? ეს ორი ხო ფიზიკურად უზომოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კაი ჯანდაბას, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ქალს რა იზიდავს გაურკვეველი გენდერის ადამიანში? თუ ის ქალი ლესბოსელი, ესეიგი ქალები ევასება, მაგრამ რატო უნდა მოეწონოს ქალი, რომელსაც შეხედავ კაცია? ანუ მარტო სექსი უნდა? ან თუ ეს ქალი არ არის ლესბოსელი და ჰეტეროსექსუალია, ანუ მას იზიდავენ კაცები და გასაგებია რომ მოეწონა ქალი, რომელსაც შეხედავ და იფიქრებ რომ კაცია, მაგრამ სექსის დროს აშკარად ქალია, ანუ მაინც ქალები იზიდავს? თუ ფეტიში აქ და იმენა ქაცად გადაცმულ ქალებთან ტყნაური ევასება? იგივე შეიძლება ვიკითხოთ კაცებზე. მოკლედ ისე ამრია ამ გენდერულმა საუბრებმა რო აღარც ვიცი რა ვიფიქრო.

ერთი ის ვიცი, რომ ჩემთვის აუცილებელი არ არის ქალი იყოს ქალური და კაცი იყოს კაცური. მე არ ვგულისხმობ რომ კაცებმა გაიკეთონ მაკიაჟი და ქალებმა მოუშვან წვერი. ზოგადად არ მიყვარს ზედმეტად ქალური ქალები და ზედმეტად კაცური კაცები. მიყვარს ის ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ქალში არის რაღაც მასკულინური და კაცში არის რაღაც ფემინური და ამაში ცუდი არაფერი არაა და მასკულინ-ფემინინს პირიქით უნდა ეტრფოდე. მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ქართველი ბიჭი თუ ხვდება მაგას და ისინი ცდილობენ თავისი ფემინური მხარე მაქსიმალურად ჩამალონ და მოკლან და საბოლოოდ გამოდის “ტიპიური ქართველი ვაჟკაცი”, რომელიც მე არანიარად არ მიზიდავს. კაცის ფემინურობაში მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ქალივით ილაპარაკოს, იწრიპინოს, ტრაკის ქიცინით იაროს და ასე შემდეგ. არის შინაგანი რაღაცეები, რითაც ქალები და კაცები განსხვავდებიან, მაგრამ თუ ჩავეძიეთ ჩვენი თავის საპირისპირო სქესს, ვიპოვით ისეთ რაღაცეებს, რაზეც ხშირად ვამბობთ “ესე მარტო კაცები აკეთებენ”. ამიტომ ვერანაირ საქციელს ვერ ავხსნით იმით, რომ კაცია და მაგიტო, და ქალია და მაგიტო. უბრალოდ რასაც ვართ შეჩვეულები და რასაც ვუყურებთ ყოველდღე, გაუცნობიერებლად  იმის მიხედვით ვცხვორბოთ. რაღაც პონტში შეიძლება კარგია კიდეც, ადვილია ეგრე ცხოვრება, დინებას რო მიყვები. მაგიტომაც არის რომ ადზინოკი ვოლკი ვარ აგერ უკვე 22 წელი და ეს ყველაფერი იმიტომ რო ჩემი მასკულინური მხარე არის ბევრად უფრო განვითარებული ვიდრე ჩემს გარშემო მყოფი გოგოების მასკულინური და ჩემს გარშემო მყოფი ბიჭების ფემინური მხარე. ამიტომ ყველა აღმიქვამს როგორ ლესბოსელს, ან კაცურ ქალს, ან ასექსუალს (რადგან ეს ქალური მიმოხრვრები და ფლირტაობები და “ქალური შნო” არ გამაჩნია და ამიტომ ჰგონიათ, რომ სექსიც არ მაქვს და არც მინდა) და ძალიან ძალიან ცოტა ადამიანი, სადღაც 0,1% ჩემს გარშემო თუ მიხვდება რომ რადგან მე ესეთი ვარ, არ ნიშნავს რომ ვინმეზე ნაკლები ქალი ვარ. მაგრამ ბევრ კაცზე მეტი კაცი ნამდვილად ვარ, მაგას ვიტყვი, იმიტომ რომ დღეს “კაცობის” გაგება ისე დეგრადირდა, რომ სულ არასწორი მიმართულებით წავიდა, და რაცა ხდის კაცს – კაცს სინამდვილეში, აღარავის აინტერესებს. მე კი ზუსტად ვიცი.

ისევ და ისევ ქალები ამცირებენ ქალებს

ისევ და ისევ სექსიზმის და ფემინიზმის თემა. დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ და ვიცი რომ უფრო საინტერესო საკითხებზე შემეძლო დამეწერა ამდენხნიანი პაუზის შემდეგ. სერიოზული თემები მზადებაშია, უბრალოდ უფრო ბევრი დრო სჭირდება რომელიც სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ გამაჩნია. (დიახ, ძალიან დაკავებული ვარ. სინამდვილეში კი გადავწყვიტე როგორ ყველა ნორმალურმა 21 წლის ადამიანმა რომ მივხედო ჩემ განათლებას და სამსახურს რადგან ამ ბოლო დროს სიტყვას სიტყვაზეც კი ვეღარ ვაბამ. სკოლაში უნდა დავბრუნდე)

ეხლა რაშია საქმე. გუშინ მე და ჩემი დაქალი ვწრუპავდით კანაპეში ყავას (ღმერთმანი რა გასვეცკებული ვარ 1 ზაფხული გერმანიაში და უკვე თავში ამივარდა) ხოდა ვლაპარაკობდით სხვადასხვა თემებზე. ზოგ მეგობართან ლაპარაკობ ხელოვნებაზე, ზოგთან ზოგადსაკაცობრიო თემებზე, ზოგთან სამყაროს აგებულებაზე, ზოგთან კი ურთიერთობებზე, სექსზზე და ასე შემდეგ. გუშინ ბოლო შემთხვევასთან მქონდა შეხება. საბოლოოდ ლარაპარაკი დავიდა იმაზე რა საშინელებაა მაკიაჟი, ეპილაცია და ქუსლიანი ფეხსაცმელი.

დღეს მექნება ლაპარაკი სექსიზმის ერთ-ერთ “სტილზე”: როდესაც ქალები ატრაკებენ იმაზე, რომ 21 საუკუნეში არის მიღებული სილამაზის არასწორი სტანდარტები. ვისაც არ უნდა ველაპარაკო ჩემს გარშემო (ქალს) ქალობაზე და როგორი უნდა იყოს ქალი, უმეტესობა ესე მპასუხობს (ეს პასუხი რა თქმა უნდა 2 საათიანი ლაპარაკიდან გამომდინარე ზოგადი დასკვნაა): ქალი უნდა იყოს მოვლილი, თმა არ უნდა ჰქონდეს არსად გარდა თავის, წარბის და წამწამის, ისიც თმაც დაყენებული და წარბიც გაკეთებული, როდესაც გოგო შეაბიჯებს 20იანებს, უნდა დაიწყოს მაკიაჟის კეთება, ჯერ ლაითად, ანუ ტუში, ფანქარი და ასე შემდეგ, ქალმა უნდა ატაროს ქუსლები, რადგან ქალური ფორმები უკეთესად გამოაჩინოს, ქალმა უნდა ატაროს კაბა, ქალი ორსულობის შემდეგ მაშინვე უნდა ჩადგეს ფორმაში. ეს ყველაფერი, როგორც ნახეთ, ეხება მხოლოდ გარეგნობას, ხოდა ზუსტად ამაზე ვილაპარაკებ.

ზემოთ ჩამოთვლილი ქალობის კრიტერიუმებზე ატრაკებს ბევრი ფემინისტი. ატრაკებენ იმაზე რომ კაცები ქალებისაგან მოითხოვენ ძალიან ბევრს გარეგნობის და თავის მოვლის მხრივ. საბოლოოდ რო დავფიქრდი, მივედი ესეთ დასკვნამდე: კაცები არ ატრაკებენ ამ ყველაფერზე. ისევ ქალები უტრაკებენ ქალებს. რა თქმა უნდა, ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელს თავისი გემოვნება აქვს ქალის მიმართ. ზოგს მაგრა კიდია გოგოს უკეთია თუ არა მაკიაჟი, ზოგს მოწონს, მაგრამ რადგან მოწონს, ეს არ ნიშნავს რომ ამის გამო უმაკიაჟო გოგოს ზედაც არ შეხედავს. იგივეა ქალების მხრიდან: ზოგ გოგოს მოწონს წვერიანი ბიჭი, ზოგს უწვერო, ზოგს პრეტენზია აქვს კაცის სიმაღლეზე, ზოგს მაგრა კიდია, ზოგს მოწონს კასწიუმიანი ლამაზი ბიჭები, ზოგს დრედებიანი ქეშები და ასე შემდეგ. ას არის პიროვნებაზე დამოკიდებული და არა ზოგად სტანდარტებზე. ამ სტანდარტებს ისევ ქალები უქმნიან ქალებს. რამდენი გოგოსგამ მიმიღია შენიშვნა უმაკიაჟობაზე, იმაზე რომ კაბას არ ვატარებ, იმაზე რომ ქუსლებს არ ვცნობ, იმაზე რო თმას არ ვიყენებ და ასე შემდეგ. მერე რატომღაც ეს გოგოები ასკვნიან რო არც ერთ ბიჭს ესეთი არ მოვეწონები, მაგრამ მანდაც არასწორები არიან. ისტორიების მოყოლას არ დავიყწებ, მარა თუ ამას წაიკითხავს მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, მაშინ გეტყვით: თუ თქვენ გაგაჩნიათ თავდაჯერებულობა იმაში, როგორიც ხართ, და ეს მოგწონთ და ამისთვის არც ლამაზი ტანსაცმელი და კაი ტანი გჭირდებათ, დამიჯერეთ ბიჭს მოეწონებით კიდეც და სექსიც მოუნდებათ თქვენთან. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი ეგეთი “მოუვლელი” ქართველი გოგო ვიცი, ვისაც სექსი აქვს ვიდრე “მოვლილი”. რატომ ხდება ესე? იმიტომ რომ როდესაც საწოლში მარტო დარჩებით სულ შიშვლები და მაკიაჟიც გადღაბნილი გაქ და თმაც აპუწული, საბოლოოდ მარტო შენ რჩები ყველანაირი ზედაპირული შელამაზების გარეშე. ის გოგოები კი რომლებიც უთვლალავ დროს ხარჯავენ იმაში ბიჭი მოხიბლონ თავისი სილამაზით და სინაზით, საბოლოოდ ვერც იმ ბიჭს იზიდავენ სათანადოდ და სექსამდეც ვერ მიდის საქმე. და მოდით ისიც ვაღიაროთ რო არაფერი ისე არ გვმატებს ადამიანებს თავდაჯერებულობას როგორც სექსი, და იმის ცოდნა, რო ვიღაცას არამხოლოდ პლატონურად ვიზიდავთ.

გოგოები თვითონ იქმნიან წარმოდგენას, რომ ბიჭებს მოწონთ მხოლოდ ლამაზი და უზომოდ ქალური გოგოები. ამის დამამტკიცებელი საბუთი კი რეალურად არ არსებობს. დროა გავიზარდოთ და ვისწავლოთ რომ საბოლოოდ იმას აქვს მნიშვნელობას შენ როგორ წარადგენ არა შენს თვალებს და ტანს, არამედ მთლიადან შენს თავს. მე არ ვამბობ რომ ქალებმა არ უნდა მოუარონ თავს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფორსირებული. გოგომ არ უნდა იგრძნოს თავი დამცირებული მეორე გოგოსგან მხოლოდ იმიტომ რო ის უფრო ტექნიკურად ისვამს მაკიაჟს და ჰგონია რომ ესაა მთავარი. რამდენჯერ მინახავს ინტერნეტ სივრცეში გოგოების მიერ დაწერილი ღადაობები იმაზე, რომ მაკიაჟი რომ არ წაისვან ბიჭები ამბობენ რომ მახინჯია, და რომ წაისვან ბიჭები ამბობენ რომ უაზროდ გაშპაკლულია. რა სისულელეა. თუ ბიჭს მოწონს გოგო, ის უმაკიაჟოდაც მოეწონება. არ მოეწონება და გააჯმევინებ და ეგაა. ხოდა მემგონი ჯობია ქალებიი ერთმანეთს შევეშვათ და ერთმანეთზე არ ვიჭორაოთ: ფუ იმ გოგოს რა აცვია, ფუ იმ გოგოს რა საშინელი ფეხები აქ როგორ აცვია ესეთი მოკლე შორტები, ფუ თვალის ფანქარი რანაირად უსვია. იმის მაგივრად რომ თქვენ ნაცნობს დასცინოდ ცუდად წასმულ ფანქარზე, მიდით და ადამიანურად შეუსწორეთ რო ესე და ესე ჯობია და უფრო კარგი იქნება. ისევ ქალები ამცირებენ ქალებს და მერე ზოგი ფემინისტი გამოხდება ტექსტით, რომ კაცებს აქვთ უაზრო სტანდარტები ქალების გარეგნობაზე. ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული და არა ზოგადად სქესზე.