არ მაქ ფული და ვცხოვრობ გლადნში, ვერ დავდივარ რესტორანში!

მამენტ არც ფულის პრობლემა მაწუხებს დიდად, და არც გლადნში ვცხოვრობ. ძალიან დერსკი ვაკელი გოგჩო ვარ. არა ვიტყუები, პროსტა ვაკესი ცხოვრება მართლა ასწორებს. 

აი მაგალითად, ყველაფერი ძალიან ახლოსაა. კაფე გინდა, მარკეტი გინდა. აქვეა გუდვილი 24-საათიანი. ღამე სიგარეტის შოვნა არაა პრობლემა, არც სადმე დაჯდომა, სიგარეტის მოწევა, და ცივი ჩაის დალევა. ახლოსაა “პეროვი” თუ ლუდის დალევა გინდა. ფეხით გავლა დაგეზარება და 3 ლარად ტაქსი მიგიყვანს. ყველანაირი ტრანსპორტი დადის. ყველგან დადის. სადაც გინდა. ღამე ქუჩაში თუ არი სიცარიელე, აბაშიძე ყოველთვის ცოცხალია, ამიტო ეს სიცარიელე არ იწვევს შიშს. ვაკელი ხალხის უმეტესობა კი არი ტრაკში პერო, მარა ტრაკში მირჩევნია მქონდეს გარჭობილი ეგ პერო, ვიდრე ყველგან დავეძებდე და სხვებს ვთხოვდე. ჩემი მეგობრების უმეტესობა არ ცხოვრობს ვაკეში. უმეტესობა ცხოვრობს საბურთალოზე. არ ვიცი ეს საბურთალოელების საერთო თვისებაა თუ რა არი, მარა მაგარი ჟმოტები არიან, ბიჭებიც და გოგოებიც. ყველაზე ღადაობა ისაა, რო ჩემი დიდუბელი მეგობარი 3 თვე ნაქირავებში ცხოვრობდა საბურთალოზე. ადრეც არ ქონდა დიდად ფული, მარა ყოველთვის გვიხდიდა ყველფერს, რაზეც მაგრა ვაგინებდით. მარა მერე სამსახური იშოვა და ბინაც იქირივა, ზატო ფული რატომღაც აღარ დაქონდა. არც გვიხდიდა, არც თავისას იხდიდა. გადავიდა ისევ დიდუბეში და ისევ დაიწყო ძველებური ხელგაშლილობა. 

ხოდა რატო მოვაყოლე ამხელა რაღაც. ცხოვრების დიდი დრო მაქ საბურთალოზე გატარებული, და მაოცებს ამ ხახლის რეაქცია ვაკელებზე. არც ტრაკში პერო მაქ, და არც მეტყობა დიდად რო ვაკელი ვარ, მარა (კი გამომდის ჟაან სვეცკურად) ვაკეში ცხოვრებამ რაც მასწავლაა, ესაა თუ რა დონეზე ვარ საზოგადეობაში, და რა არი კაი და რა ცუდი. მაგალითად, 5 “ლ”არად ნაყიდ მაიკას ბაზრობაზე, მირჩევნია 40 მივცე, იყოს კაი ხარისხი, ნაღდი აბრეშუმი ბამბა და ა.შ და გამიძლოს 3 წელი. ამიტო მაქ ცოტა ტანსაცმელი, უმეტესობა 5 წლის წინ ნაყიდი, მარა ყველა კაი ჩასაცმელი და დღემდე კაი ვიდზე როა. 

ცალკე თემაა “გულაობა”. სადღაც წავიკითხე, რო ის ადამიანი უფრო ბედნიერია, რომელიც ფულს ხარჯავს მეგობრებზე, დასვენებაზე, კაფეებში და რესტორნებში სიარულზე, და არა ტანსაცმელზე, მაკიაჭზე და ეგეთ რაღაცეებზე. ეს მართლაც ეგრეა. ბედნიერის არ ვიცი, მარა ეგეთი ადამიანები უფრო საინტერესოები არიან. ის ხალხი, რომელიც მზად არი უბედურ 40 ლარად სადმე კი არ დაჯდეს, არამედ მთელი 40 ლარი დახარჯოს იაფფასიან მაკიაჭში და ტანსაცმელში, არი ძალიად ზედაპირული. მათთან საუბარი საინტერესო თემაზე ფაქტიურად შეუძლებელია. მამენტ რაზე უნდა ელაპარაკო? კიმ კარდაშიან უზარმაზარ ტრაკზე? ვაკელს ვისაც ვიცნობ, ფულიანს და არა ფულიანს, ყველა ჩემნაირია – ურჩევნია სადმე კაიი ადგილას დაჯდეს და კაი დელიკატესები ხეთქოს, ვიდრე წავიდეს და ტანსაცმელი იყიდოს (მიუხედავად იმისა, რო ვაკელებისთვის ტანსაცმელი არი ნომერი 1). 

თუ ხარ უბედური სტუდენტი, შენ მშობლებზე დამოკიდებული, ან უბედური 150 ლარიანი სამსახურით, ისწავლე გულაობის ფასი, თორე მერე ფული რო გექნება, გულაობის ტრაკი აღარ გექნება. ტანსაცმელს ყოველთვის იყიდი, 3 წელი რო ფილმს ელოდები მაგის პრემიერაზე კიდე ცხოვრებაში ერთხელ წახვალ. როდესაც ჩითავ 15 ლარს, პროსტა უნამუსობაა რო ესე ცოტა ფულით წახვიდე და იყიდო კაბა! როდესაც მეგობრები გელოდებიან როდის წამოხვალ კონცერტზე, კლუბში, კაფეში, კუსტბაზე, ლუდებზე, დაჩაზე, და რავიცი! 

 

სისულელეა როცა ამბობენ, რო ფული ბედნიერს ვერ გაგხდის. აი ზუსტად ისეთ ხალხს აფუჭებს ფული, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე (ბოდიში საბურთალოელებზე, უბრალოდ ჩემ თავზე ეგრე მაქ გამოცდილი). მე რო ეხა ფული გავჩითო, პირველ რიგში მშობლებს გავუშვებ სადმე საგულაოდ (იქნებ მამაჩემმა ძლივს გაიხაროს), მერე ჩემ მეგობრებს წავათრევ ზაფხულში სადმე კუნძულებზე, მერე ზამთარში მთებში. დავეხმარები იმ მეგობრებს, რომელთან უჭირთ. ვიყიდი სახლს, მანქანას, ავიშენებ სახლოსნოს, რომელის სულ ღია მექნება მეგობრებისთვის და კაროჩე. ვიქნები ბედნიერი და არავის შევზიზღდები. ნუ ეს ყველაფერი თუ მილიონებს ვიშოვი, მარა ათასებითაც შეიძლება ამ რაღაცეების გაკეთება. 

იცით ვინები ხდებიან ფულით გაფუჭებულები და უბედურები? აი პირველ რიგში რო ძვირიან ტანსაცმელს ყიდულობენ, ახალ, უზარმაზარ სახლებს იშენებენ, მშობლებს შეიძლება ერთი ორი რამე გაუკეთონ, მეგობრებს კიდე სულ ყლეზე იკიდებენ. ფული იმაში უნდა დახარჯო, რაც ბედნიერს გაგხდის, და მეგობრებზე ფულის დახარჯვა ბედნიერს უნდა გხდიდეს. ბედნიერს უნდა გხდიდეს ფულსი ხარჯვა გართობაში, მითუმეტეს როცა ათასი კაბა, მაიკა, შარვალი და ფეხსაცმელი უკვე გაგაჩნია.